2018 წლის 23 თებერვალს კოლეჯის გენერალურმა დირექტორმა, პროექტის მენეჯერმა ქალბატონმა ნინო ბერძენიშვილმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით, გაეროს განვითარების პროგრამის ინიცირებით, საზოგადოებრივი კოლეჯი ელიტის მიერ განხორციელებული სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამების მონაწილეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა - პრესკონფერენცია გამართა, რომელიც გაშუქდა ადგილობრივი ტელევიზიების მიერ. შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული განხორციელებული პროექტი, ასევე სამომავლო გეგმები. სკოლის მოსწავლეებს საშუალება მიეცათ პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით, თვითონ წაეყვანათ შეხვედრა. დაესვათ მათთვის საინტერესო შეკითხვები. შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა.




სოც მედია