31 მაისს საზოგადოებრივი კოლეჯი „ელიტის“ გუნდი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროს, დასაქმების დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ქ.ბათუმში გამართულ დასაქმების ფორუმზე იმყოფებოდა.

კოლეჯის სტუდენტებსა და უფასო პროფესიული მომზადება/გადამზადების ბენეფიციარებს საშუალება ქონდათ უშუალოდ შეხვედროდნენ პოტენციურ დამსაქმებლებს, გაევლოთ გასაუბრება და დაფიქსირებულიყვნენ მათთვის სასურველ კომპანიებში რეალურად არსებულ ვაკანსიებზე.

აღნიშნული დასაქმების ფორუმი ტრადიციულ ხასიათს ატარებს და წინა წლებშიც ასევე ნაყოფიერად ჩატარდა.
კოლეჯი ელიტი წარმატებას უსურვებს თითოეულ სტუდენტსა და ბენეფიციარს.




სოც მედია