ხართ კოლეჯი ელიტის სტუდენტი, კურსდამთავრებული ან/და მოკლევადიანი პროგრამის კურსდამთავრებული?

ფლობ შემოქმედებით უნარ-ჩვევებს?

მაშინ შენ გეძლევა შანსი გაიცნო და გააცნო სამყაროს შენი უნიკალური კრეატიული უნარები და მოიგო ფანტასტიური პრიზები.

გადაიღე შენი პროფესიის თემაზე რიგინალური ფოტო სწავლის ან მუშაობის პროცესში, გამოგვიგზავნე 2 სექტემბრის ჩათვლით და გვაჩვენე თუ რა არის განსაკუთრებული შენ პროფესიაში და რატომ გიყვარს შენი პროფესია?

თითოეულ მონაწილეს შეუძლია გამოაგზავნოს მაქსიმუმ 5 ფოტო, შემდეგ ელ-მისამართზე: info.cceliti@gmail.com 

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად.

პირველ ეტაპზე საკონკურსო კომისია გამოგზავნილ ფოტოებიდან შემდეგი კრიტერიუმებით შეარჩევს საუკეთესო ფოტოებს და გამოავლენს მეორე ეტაპზე გასულს:

- კონკურსის თემატიკასთან შესაბამისობა; 
შემოქმედებითობა;
- ინდივიდუალიზმი;
- საკუთარი პროფესიის სწორი და ორიგინალური ხედვა;

 

მეორე ეტაპზე გასული ფოტოები გამოქვეყნდება კოლეჯის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე - სოციალური ქსელში: https://www.facebook.com/www.eliti.ge/


მეორე ეტაპზე გაიმარჯვებს ფოტო, რომელიც 2 კვირის განმავლობაში დააგროვებს ყველაზე მეტ მოწონებას და გაზიარებას


საუკეთესო ნამუშევრები ასევე გამოქვეყნდება კოლეჯის ორგანიზებით ჩატარებულ სხვადასხვა ღონისძიებაზე!!!

 

საკონკურსო პრიზები:

I ადგილზე გასულს გადაეცემა NoteBook HP Compaq 15, 15.6, E2-9000e, 4GB, 500 GB და 50% ფასდაკლება კოლეჯი ელიტში სწავლის საფასურზე
- II ადგილზე გასულს გადაეცემა პლანშეტი Asus ZenPad C 7.0 და 25% ფასდაკლება კოლეჯი ელიტში სწავლის საფასურზე;

III ადგილზე გასულს გადაეცემა Kindle Wi Fi  წიგნის წამკითხველი პლანშეტი და 15% ფასდაკლება კოლეჯი ელიტში სწავლის საფასურზე




სოც მედია