საზოგადოებრივი კოლეჯი ელიტის მარნეულის წარმომადგენლობის აღმზრდელის პროფესიული პროგრამის ნიჭიერმა სტუდენტებმა და მასწავლებელმა ინგა მეტრეველმა მონაწილეობა მიიღეს მოლაოღლის და ხულდარას სათემო რესურსცენტრების და ფონდი ტასოს მიერ ორგანიზებული ხელნაკეთ ნივთების გამოფენაში, რომელიც 2018 წლის 04 ივნისს მარნეულში ჩატარდა. მათ გამოფენაზე წარადგინეს აღმზრდელის პროფესიული პროგრამის სასწავლო მოდულის ფარგლებში შექმნილი ხელნაკეთი ნივთები. კოლეჯს, წარმატებულ სტუდენტებს და მასწავლებელს მონაწილეობისათვის მადლობის სიგელები გადაეცათ.




სოც მედია