2017 წ. 18 თებერვალს, საზოგადოებრივი კოლეჯ ელიტის მარნეულის წარმომადგენლობაში გაიმართა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა პროფესიული განათლების გარშემო, რომელსაც ესწრებოდნენ: მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი - საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრი ბატონი რუსლან გაჯიევი; გამგებლის მოადგილე - ბატონი აქიფ ალიევი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი - ბატონი დავით ქურდაძე; მარნეულის რესურსცენტრის ხელმძღვანელი - ბატონი ქანან ომაროვი; სსიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ბატონი ზაურ ქარიმოვი; 50-ზე მეტი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელები - სკოლის დირექტორები; პროფესიული კოლეჯების ასოციაციის წარმომადგენელი; კოლეჯი ელიტის პარტნიორი დამსაქმებლები.



სოც მედია