მემანიშვილების 6 შვილიანი ოჯახი ქუთაისში ქირით ცხოვრობს , მათი ერთადერთი შემოსავალი დევნილთა შემწეობაა. მრავალშვილიან ოჯახს საზოგადოებრივი კოლეჯი "ელიტიდან" სტუდენტებმა სურსათი და პირველადი მოხმარების ნივთები გადასცეს.

კოლეჯი "ელიტის" წარმომადგენლმა ერეკლე ლომინაძემ სხვადასხვა ორგანიზაციებს მოუწოდა ჩაერთონ მსგავსი ტიპის ქვემოქმედებაში.

"ჩვენი კოლეჯის სტუდენტების დახმარებით მოვაწყვეთ ეს ღონისძიება, დავეხმარეთ მემანიშვილების მრავალშვილიან ოჯახს, დიდი იმედი მაქვს, რომ მსგავსი ღონიძიებები კვლავ გაიმართება და ქალაქში სხვადასხვა ორგანიძაციები გვერდით დაგვიდგება,"- განცხადა კოლეჯი ელიტის წარმომადგენელმა ერეკლე ლომინაძემ.

ექვსი შვილის მამა ვალერი მემანიშვილის თქმით აღნიშნული დახმარება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

"წარმოშვებით თერჯოლის რაიონიდან სოფელ სიქთარვადან ვარ, ჩამოვედით ქუთაისში ქირით ვცხოვრობ, მე ყველას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, ჩვენი მდგომარეობის გულთან მიტანისთვის და დახმარებისთვის, რადგან ასეთი დახმარება პატარებისთვსი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. 



სოც მედია