კოლეჯი ელიტის სამედიცინო მიმართულების სტუდენტებისათვის თანამედროვე სტანდარტების სასწავლო მანეკენი იქნა შეძენილი

საზოგადოებრივი კოლეჯი ელიტის სამედიცინო მიმართულების პროფესიულ სტუდენტებისათვის სასიამოვნო სიახლეა - განახლებული სასწავლო წლიდან მათ შესაძლებლობა ეძლევათ სასწავლო პროცესში თეორიული ცოდნის პარალელურად პრაქტიკული უნარ-ჩვევები საერთაშორისო სტანდარტების მქონე სასწავლო მანეკენის გამოყენებით გამოიმუშავონ.

აღნიშნულ სასწავლო მანეკენზე შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის სამედიცინო მანიპულაციის ჩატარება, კერძოდ, იგი წარმოადგენს უნივერსალური - ქალის იმიტაცია, უკეთდება მამაკაცის გენეტალია და კეთდება მამრობით სქესად, გააჩნია შემდეგი მახასიათებლები:

·       მოძრაობის სრული დიაპაზონი

·       სრულად ფუნქციონალური

·       ვიზუალურად რეალისტური

აღნიშნული სამედიცინო მანეკენი შესაძლოა გამოყენებულ იქნას სხვადასხვა ტექნიკის შესასწავლად:

·       პაციენტის გადაყვანა;

·       დაბანა, ჩაცმა, ფიზიოთერაპია

·       ჭრილობათა დამუშავება.

·       ამპუტაცია;

 ყურისა და ცხვირის ირიგაცია;

·       ორალური ჰიგიენა;

·       ინექცია;

·       ტრახოტომია;

·       კათეტერიზაცია

ოყნის გაკეთება.




სოც მედია