2019 წლის 28 სექტემბერს, საზოგადოებრივი კოლეჯი „ელიტის“ მარნეულის წარმომადგენლობაში მოკლევადიანი პროფესიული მომზადება/გადამზადების უფასო სახელმწიფო პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიებას ადგილობრივი მაჟორიტარი დეპუტატი რუსლან გაჯიევი ესწრებოდა. მან პირადად გადასცა პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები, მიულოცა მოცემული წარმატებული პროექტის დასრულება და კარიერული წინსვლა და წარმატებები უსურვა. პროექტი უკვე მესამე წელია კოლეჯის მეშვეობით მარნეულის რეგიონში ხორციელდება და უკვე საკმაოდ კარგი შედეგებია დასაქმების თვალსაზრისით მიღწეული.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს ქონდათ უშუალო ურთიერთობა დამსაქმებლებთან, პროფესიული მომზადება/გადამზადების პროცესში დამსაქმებლების ჩართულობით მაქსიმალურად იქნა  გათვალისწინებული დამსაქმებლების მოთხოვნები.




სოც მედია