კოლეჯ ელიტის სტუდენტების და კურსდამთავრებულების მონაწილეობით დასაქმების ფორუმი გაიმართა
ქუთაისში 2019 წლის 06 სექტემბერს დასაქმების ფორუმი ჩატარდა. ფორუმის ორგანიზატორი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სოციალური მომსახურების სააგენტო დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) იყო.

მოცემულ ღონისძიებაში საზოგადოებრივი კოლეჯი „ელიტის“ მიერ პროფესიული მომზადება/გადამზადების სახელმწიფო უფასო პროგრამის ფარგლებში გადამზადებული სამუშაოს მაძიებელი 80 ბენეფიციარი იღებდა, გარდა ამის დასაქმების ფორუმში ჩართულები იყვნენ ჩვენი კოლეჯის სტუდენტები და კურსდამთავრებულები. მათ 30-მდე რეგიონში მოქმედმა სხვადასხვა მსხვილმა ბიზნეს კომპანიამ 500 - ზე მეტი ვაკანსია შესთავაზა.  სამუშაო ადგილები ძირითადად სამომხმარებლო, საბანკო-საფინანსო, ტურიზმისა და სამშენებლო სფეროებიდან იყო წარმოდგენილი.

ფორუმის მიმდინარეობისას სამუშაოს მაძიებლებს ადგილზე რეგისტრაციის, შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიების თაობაზე ინფორმაციის მიღებისა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია პოტენციურ დამსაქმებლებთან უშუალო კომუნიკაციის შესაძლებლობა ჰქონდათ.

ვთვლით, რომ მომზადება/გადამზადების სახელმწიფო უფასო პროგრამა, რომელსაც საზოგადოებრივი კოლეჯი „ელიტი“ უკვე სამი წელია ახორციელებს, საკმაოდ წარმატებულია, რასაც მსგავსი ტიპის ღონისძიებებიც ადასტურებს.



სოც მედია