კიდევ ერთი წარმატებული პროექტის დასკვნითი ეტაპი ქუთაისში

ქუთაისში 19 თებერვალს კიდევ ერთი წარმატებული პროექტის დასკვნითი ეტაპი შედგა - სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროექტის ფარგლებში მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. პროექტი დიდი პოპულარობთ სარგებლობს მოსწავლეებში, ბევრ მოსწავლეს დაეხმარა სწორ პროფესიულ ორიენტაციაში. ღონისძიებას მრავალი მოწვეული სტუმარი ესწრებოდა მათ შორის ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის გენადი მარგველაშვილის ბიუროს თანამშრომლები ამირან ახვლედიანი და ზაზა ჯანგველაძე

სიახლეები მარნეულის წარმომადგენლობაში

კოლეჯი ელიტის მარნეულის წარმომადგენლობაში სასიამოვნო სიახლეები გვაქვს, საქმიანობის ორი წლის თავზე კოლეჯმა სასწავლო ფართი შეიცვალა - სტუდენტები განათლებას იღებენ მათზე უფრო მეტად მორგებულ ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში. აღნიშნული კოლეჯის სტუდენტებს და ჩვენ გუნდს პირადად მიულოცა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა - მაჟორიტარმა დეპუტატებმა: ბატონმა რუსლან გაჯიევმა და ბატონმა თამაზ ნევერიანმა, გუბერნატორის მოადგილემ - ბატონმა ზაურ დარგალმა.

სტუმრად კასუმლოს სკოლაში

საზოგადოებრივი კოლეჯი "ელიტის" თანამშრომლები სტუმრად მარნეულის სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ. შეხვედრა საინფორმაციო ხასიათს ატარებდა. სკოლის მოსწავლეებს საშუალება მიეცათ ახლოს გაეცნოთ პროფესიული განათლება, სხვა რაკურსით ჩაწვდომოდნენ მის არსს. შეხვედრის ბოლოს მონაწილეებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს

ექსკურსია გუდაურში და არა მხოლოდ

ოლეჯი ელიტის სტუდენტები 2019 წლის 27 იანვარს ექსკურსიაზე გუდაურში და ანანურში იმყოფებოდნენ. თუ რა ხდებოდა მთელი დღის განმავლობაში, ამის შესახებ ფოტოები მოგიყვებათ :)

წინა საახალწლო განწყობა საზოგადოებრივ კოლეჯ

ახალი წლის პირველი სამზადისი დაიწყო, მარნეულის წარმომადგენლობაში უკვე ნაძვის ხეც დაიდგა

საზოგადოებრივმა კოლეჯმა

საზოგადოებრივი კოლეჯი ელიტში „პრაქტიკოსი ექთანის“ მოკლევადიანი პროფესიული სახელმწიფო პროგრამა წარმატებით დაასრულა ათმა ბენეფიციარმა, რომელთაგან რამდენიმე დღევანდელ დღეს უკვე დასაქმებულია. პროგრამის ფარგლებში პრაქტიკული სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა მარნეულის სამედიცინო დაწესებულება ჯეო ჰოსპიტალსში. 12 იანვარს კოლეჯის დირექტორმა ქალბატონმა ნინო ბერძენიშვილმა საზეიმო ვითარებაში კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა. საზოგადოებრივი კოლეჯი „ელიტი“ კურსდამთავრებულებს უსურვებს წარმატებას!

მარნეულის წარმომადგენლობაში 29 ოქტომბრიდან ახალ სასწავლო სივრცეში სწავლა განახლდება

გილოცავთ! 29 ოქტომბრიდან მარნეულის წარმომადგენლობის ახალ სასწავლო გარემოში სწავლა განახლდება. მართლაც, რომ უნიკალური შესაძლებლობა გეძლევათ ჩამოყალიბდეთ თქვენთვის სასურველი დარგის პროფესიონალად, მოერგოთ დამსაქმებელის ინტერესებს და რაც მთავარია გაიკეთოთ წარმატებული კარიერა. კოლეჯი ელიტი - თქვენი გზა წარმატებისკენ !

სიახლეები მარნეულის წარმომადგენლობაში

კოლეჯი ელიტის მარნეულის წარმომადგენლობაში სასიამოვნო სიახლეები გვაქვს, საქმიანობის ორი წლის თავზე კოლეჯმა სასწავლო ფართი შეიცვალა - სტუდენტები განათლებას მიიღებენ მათზე უფრო მეტად მორგებულ ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში. აღნიშნული კოლეჯის სტუდენტებს და ჩვენ გუნდს პირადად მიულოცა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა - მაჟორიტარმა დეპუტატებმა: ბატონმა რუსლან გაჯიევმა და ბატონმა თამაზ ნევერიანმა, გუბერნატორის მოადგილემ - ბატონმა ზაურ დარგალმა.

საზეიმო ცერემონიალი კოლეჯ ელიტში 28.09.18

ქუთაისში კოლეჯში "ელიტი" ხალი სასწავლო წლის დაწყებათან და დიპლომების გადაცემასთან დაკავშირებით, საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას, მრავალი დამსაქმებელი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი და მაჟორიტარი დეპუტატის გენადი მარგველაშვილის ბიუროს ხელმძღვანელი - ზაზა ჯანგველაძე ესწრებოდა. კურსდამთავრებულებს დიპლომები, საკრებულოს დეპუტატებმა და მაჟორიტარი დეპუტატის გენადი მარგველაშვილის ბიუროს ხელმძღვანელმა საზეიმო ვითარებაში გადასცეს.

კოლეჯი ელიტი აცხადებს კონკურსს !!!

ხართ კოლეჯი ელიტის სტუდენტი, კურსდამთავრებული ან/და მოკლევადიანი პროგრამის კურსდამთავრებული? ფლობ შემოქმედებით უნარ-ჩვევებს? მაშინ შენ გეძლევა შანსი გაიცნო და გააცნო სამყაროს შენი უნიკალური კრეატიული უნარები და მოიგო ფანტასტიური პრიზები!!!


1 2 3 4 5 6 > 


სოც მედია