საგანმანათლებლო სივრცეში, საზოგადოებრივი კოლეჯი „ელიტი“ - ს მარნეულის წარმომადგენლობა დაფუძნდა 2016 წელს. მიუხედავად იმისა, რომ კოლეჯი საქმიანობის საწყის ეტაპზე იმყოფება, მას აქვს ყველა საჭირო ინფრასტრუქტურული, საგანმანათლებლო და ადამიანური რესურსი, რათა ტრადიციული და თანამედროვე მიდგომებით აღზარდოს კონკრეტული დარგის პროფესიონალები.
სწორედ ეს არის საზოგადოებრივი კოლეჯი „ელიტი“–ს მთავარი ორიენტირი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პროცესში - მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ჩვენი პროფესიული სტუდენტების საგანმანათლებლო, კულტურული და პროფესიული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება.

კოლეჯის მამოძრავებელ გუნდს უკვე აქვს მკვეთრად გამოკვეთილი ხედვა და ამბიცია – თუ სად დაიკავებს კოლეჯი თავის ნიშას ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში.
საზოგადოებრივი კოლეჯი ელიტი ქვემო ქართლის რეგიონში წარმოადგენს უმოკლეს დროში პროფესიის დაუფლების და დასაქმების ადგილს.





მენიუ

სოც მედია