საზოგადოებრივი კოლეჯი ელიტის მისია

 

 

კოლეჯის მისიაა პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებით უზრუნველყოს პროფესიულ სტუდენტთა, მათ შორის ქვემო ქართლის ეთნიკური უმცირესობების ქართულ პროფესიულ საგანმანათლებლო სივრცეში ჩართვა, ასევე მათი საგანმანათლებლო, კულტურულიდაპროფესიულიმოთხოვნილებებისდაკმაყოფილება.


 

მისიის რეალიზების პრინციპები:

ა) პროფესიონალიზმი - პრინციპი ეფუძნება კოლეჯის ადამიანური რესურსის მუდმივ პროფესიულ ზრდასა და თვითგანვითარებისათვის ხელშეწყობას, რაც უზრუნველყოფს კოლეჯის პროფესიული სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების წარმატებულ პროფესიულ საქმიანობას.

ბ) ხარისხი - განისაზღვრება ქართული პროფესიული განათლების მოდერნიზებით, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ქვემო ქართლის ეთნიკური უმცირესობების ქართულ პროფესიულ საგანმანათლებლო სივრცეში ჩართვის უზრუნველყოფა, თანამედროვე ევროპული ხარისხის განათლების ფორმირება, რომელიც დაფუძნებულია პიროვნების, საზოგადოების, დამსაქმებლისა და სახელმწიფოს მოთხოვნილებებზე, პროფესიული განათლების ხარისხის მართვის სისტემის მუდმივ სრულყოფაზე.

გ) განათლების ორიენტირებულობა - კოლეჯში ისეთი საგანმანათლებლო პროცესის წარმართვა, რომელიც ორიენტირებულია პროფესიულ სტუდენტთა პიროვნულ და პროფესიულ ზრდაზე, მათი სულიერი და შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზებასა და დამსაქმებლის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე.

 

 

 

კოლეჯის ღირებულებებია

ა) ურთიერთპატივისცემა;

ბ) პროფესიონალიზმი;

გ) სამართლიანობა;

დ) ემპათია.

 





მენიუ

სოც მედია